www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ბარრი-ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

სამედიცინო კომპანია "ბარრი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული 10:00-19:00; შაბათი მოკლე დღე, დასვენების დღე კვირა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 750 ლარი + ბონუსები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის სწორად შერჩევისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
** მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;ვიზუალის დაცვა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილის დაცვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი 20-45 წ.;
** უმაღლესი განათლება (სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** მომსახურების სფეროში გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია 1C ცოდნა;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსულის ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@barry-care.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: მოლარე-კონსულტანტი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |