www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ვეტერინარული კომპანია როქი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

ვეტერინარული კომპანია "როქი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

კომპანია "როქი" 2006 წლიდან ეწევა სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების, საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა მოვლის საშუალებების სრული სპექტრის რეალიზაციას.

"როქის" სადისტრიბუციო ქსელი ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს, ემსახურება 400-მდე ვეტაფთიაქსა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
დასვენების დღე: კვირა
სამუშაო ადგილი: თბილისი + რეგიონები

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული სავაჭრო წერტილების ოპტიმალური ათვისებისა და პარტნიორი ობიექტების მაჩვენებლის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქციის დროულად მიწოდების კონტროლი;
** პროდუქციის მიტანისას საბუთებისა და რაოდენობის კონტროლი
** პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებების წესრიგზე ზრუნვა;

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** მართვის მოწმობა მინ. B კატეგორია, სასურველია C კატეგორიაც;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** მოტივირებულობა;

ანაზღაურება: ფიქსირებული (მომატების პერსპექტივით) + ბონუსი რეალიზაციიდან

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე - roqi@agro.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "როქი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |