www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინის სასერტიფიკატო კურსი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 29561_app_1093713.zip
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას გრაფიკული დიზაინის სასერტიფიკატო კურსზე.

კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს შეისწავლოს გრაფიკული დიზაინი ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით. დაეუფლოს პროგრამების ფოტოშოპისა და ილუსტრატორის საფუძვლებს, რაც მათი იდეების გრაფიკულად წარმოჩენაში დაეხმარება.

კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი + დასკვნითი პრეზენტაცია
კურსი ინტენსივობა: კვირაში ორჯერ 2 საათი სულ კვირაში 4 საათი
კურსის ღირებულება 400 ლარი.
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის- 300 ლარი;

რას ვისწავლით?

** Adobe photoshop - ისა და Adobe illustrator- ის პროგრამების საფუძვლებს;
** საბეჭდი და ვებ მასალების მომზადებას;
** მოცემული ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობას;
** წიგნის ყდის ვიზუალზე მუშაობასა და ბეჭდვის სპეციფიკაციას;
** სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტზე მუშაობას.

დამატებითი ბენეფიტები:

** სწავლების პროცესში ტრენერთან ერთად ჩართული იქნება გამომცემლობა "პალიტრას" გრაფიკოს-დიზაინერი;
** მსმენელები იმუშავებენ წიგნის ყდის დიზაინის მიმდინარე და მოქმედ პროექტზე და სასურველი დიზაინის შექმნის შემთხვევაში იქნება დამწყები დიზაინერის ნამუშევრის დაბეჭდვის შესაძლებლობა;
** გაიცემა საქართველოს უნივერსიტეტის სერთიფიკატი.

სწავლა დაიწყება 18 ოქტომბერს და განხორციელდება კომპიუტერულ აუდიტორიაში ცოცხალ რეჟიმში ოთხშაბათი- 19.00 და შაბათი 19.00
ყურადღება:

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კურსზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული მსმენელები.

აპლიკაციები და/ ან განაცხადები მიიღება 4 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტით mtsereteli@ug.edu.ge | laghidze.n@gmail.com ან მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, VI სართული, ოთახი №621
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვირეკეთ: 593427473 ან 591992949

ღირებულება უნდა ჩაირიცხოს ბანკის ანგარიშზე (რეკვიზიტები გადმოგეცემათ ადგილზე) კურსის დაწყების პირველ კვირას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |