www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში მრჩილავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ინსტრუმენტების რჩილვა
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** 10კგ/კვ.მმ-ზე გაჭიმვაზე ნაკერის სიმტკიცის უზრუნველმყოფელი რჩილვა 1მმ-ზე მეტი სისქის სხვადასხვა სიგრძის ნაკერის შავი და ფერადი ლითონისგან და მათი შენადნობებისგან დამზადებული კვანძების, დეტალების, საშუალო სირთულის ნაკეთობების რჩილვა ძნელდნობადი და ადვილდნობადი სარჩილით, ქურებით, აირის სანთურებით და ბენზინის ლამპების გახურებით;
** სარჩილის, მჟავების და მოსაკალი აბაზანების მომზადება;
** გამოცდის მერე და რემონტის დროს ნაკერების განრჩილვა;
** წნელების, ლენტების, ზოლების რჩილვა;
** ნაკეთობების და რჩილვისთვის განკუთვნილი ნაკერების ამოჭმა რჩილვის წინ;
** მჭრელ იარაღებზე სალი შენადნობის ფირფიტების და სწრაფმჭრელი ფოლადის ფირფიტების რჩილვა.

უნდა იცოდეს:

** სხვადასხვა ზედაპირის და რჩილვისთვის განკუთვნილი ნაკერის რჩილვისთვის მომზადების ხერხები;
** სარჩილი სამუშაოს შესრულების თანამიმდევრობა;
** სხვადასხვა ლითონის და შენადნობის დნობის ტემპერატურა;
** სარჩილის მომზადების წესი და ძირითადი თვისებები;
** ქურებით, აირის სანთურებით და ბენზინის ლამპებით ნაკეთობის გახურების წესები;
** რჩილვის დროს გამოსაყენებელი სამარჯვები, მათი მოწყობილობა და გამოყენების წესები;
** მჟავებთან და ტუტეებთან მოპყრობის წესები;
** პროპანისა და ჟანგბადის ბალონების მოხმარების წესები, უსაფრთხოების პირობების დაცვით.

სამუშაოს მაგალითები:

** სხვადასხვა არმატურა - რჩილვა;
** თითბერის, სპილენძის, ალუმინის ნაკეთობები - რჩილვა;
** უნივერსალური საზეთურები - რჩილვა;
** ზეთისა და საწვავის ფილტრის კორპუსის ბადე - რჩილვა;
** ზეთსარინი მილაკები - რჩილვა;
** სხვადასხვა ყურები და სახელურები - ნაკეთობებზე მირჩილვა;
** რჩილვა ზეთის გასასუფთავებელი ფილტრები და ზეთის ტუმბოს შტუცერები - რჩილვა;
** წკირები ნიშნულებისთვის და ხუნდებისთვის - რჩილვა;
** სხვადასხვა დასახელების მჭრელი იარაღების ფირფიტების - რჩილვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მრჩილავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |