www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მტვირთავი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას საწყობის მტვირთავის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით გურამიშვილის 158

კომპანიის შესახებ:

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის და მზა პროდუქციის დატვირთვა, გადმოტვირთვა და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
** სასაწყობე მეურნეობაში საქონლის განთავსება / დალაგება მოთხოვნის შესაბამისად;
** საწყობების ტერიტორიის წესრიგში მოყვანა, მათ შორის, დალაგება და დასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სხარტი აზროვნება.

გრაფიკი: ცვლებით (12 საათი მუშაობა, 24 საათი დასვენება)
ანაზღაურება: 700 ფიქსირებული (+ ბონუსი)

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "საწყობის მუშა" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 30.10.2021.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |