www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამყვანი ტურიზმის გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: Your Point
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"Your Point" ტურისტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურიზმის გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.

"Your Point" ახლად შექმნილი კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა ტურიზმის და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანთა ერთობლიობით. პანდემიის მიუხედავად კომპანია ასრულებს დასახულ ამოცანებს და სტაბილურად იზრდება. კომპანიის გრძელვადიანი მიზანია ყველა ტურისტული სერვისი იყოს სისტემატიზირებული და ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. შედეგად კი საქართველოში, ასევე პოსტ-საბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განავითაროს შემომყვანი და გამყვანი ტურიზმი.

"Your Point" ეძებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ადამიანებს და ქმნის გუნდს სტაბილური და ერთობლივი განვითარებისთვის. ჩვენთან თქვენ მიიღებთ მუდმივი სწავლის, განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

გაყიდვების უფროსი მენეჯერი, მმართველ პარტნიორთან ერთად პასუხისმგებელია კომპანიის მთლიანი გაყიდვების რაოდენობასა და მოცულობაზე, მის ზრდაზე, ახალი კლიენტების მოზიდვასა და კლიენტების კმაყოფილების დონის მუდმივ ზრდაზე. ასევე მოეთხოვება მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და ცალკეული ამოცანების განსაზღვრაში აქტიური ჩართულობა, მათი განხორციელება. ყველა ჩამოთვლილი ფუნქციის შესრულება უნდა მოხდეს კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ტურისტულ ან სხვა სფეროში გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** ტურისტულ სისტემებში მუშაობის გამოცდილება, უპირატესობაში ჩაითვლება
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Exel, PowerPoint, Outlook) სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი/გუნდის აქტიური წევრი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გამართული მეტყველება;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება
** მომხმარებლის მოზიდვა და კონსულტირება
** კომპანიის პროდუქტის შესწავლა და მუდმივი რეკომენდაციების გაწევა მათი გაუმჯობესების მიზნით
** სოციალური ქსელებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობების წარმოება
** პროგრამული და სხვა ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება გაყიდვების სტიმულირების მიზნის მისაღწევად
** გაყიდვების რეპორტინგის და რეესტრის წარმოება, დასახული ამოცანების ამოხსნის მიზნით

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + მაღალი საბონუსე სისტემა
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი); 11:00 - 15:00 (შაბათი)
** სამუშაო ადგილი: ბესიკის ქ. 44 (ბიზნეს ცენტრი "ბესიკი"), თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@yourpoint.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |