www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბაუმა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

კომპანია "ბაუმა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ბაუმა სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე https://bauma.ge/

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი

ფუნქცია/მოვალეობები:

** სამომხმარებლო ბაზრის კვლევა და ტენდენციების ანალიზი;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** ფასების პოლიტიკის განსაზღვრა;
** გაყიდვების გუნდის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, შესრულების კონტროლი;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება (დილერებთან, ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა);
** მომხმარებელთა განწყობის შესწავლა, ეფექტური სტრატეგიის შემუშავება;
** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა, შესაბამისი გადაწყვეტის გზების შემუშავება;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, თანამშრომელთა მოტივირება;
** ყოველთვიური რეპორტების წარმოება, მენეჯმენტთან წარდგენა;
** 1С პროგრამაში მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება ტექნიკის რეალიზაციის მიმართულებით
** სავალდებულოა უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებას);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** სასურველია 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სავალდებულოა კანდიდატი ფლობდეს მართვის მოწმობას - B კატეგორია;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პროდუქციის მაღალ დონეზე დასწავლის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@bauma.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით; შრომითი ურთიერთობის დაწყების შემთხვევაში, მხარეთა შორის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის საკითხი რეგულირებული იქნება მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტაციით, ამასთან დამსაქმებელი უფლებამოსილია ავტობიოგრაფია შეინახოს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მთელი პერიოდის განმავლობაში და მას შემდგომ, გონივრული და კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება და შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |