www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფრასტრუქტურის სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 30727_btu_4353770.zip
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** ინფრასტრუქტურის (ბტუ-ს შენობა-ნაგებობები, მიმდებარე ტერიტორიის, ინვენტარი, სხვ.) და აღჭურვილობის მდგომარეობის და ექსპლუატაციის კონტროლი (კომპეტენციის ფარგლებში);
** ბტუ-ს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, მათი ექსპლუატაციის, მომსახურების, უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების შესრულების (ყოველდღიური, ექსპლუატაციის საწყის პერიოდში, შუალედური, სეზონური და ა.შ.) უზრუნველყოფა; შეკეთების (მიმდინარე, კაპიტალური) და პროფილაქტიკის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების განხორციელების ორგანიზება,
** ბტუ-ში უსაფრთხოების კონტროლი (ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის, ვიდეოკონტროლის მოწყობილობების, გასასვლელების მდგომარეობა, სხვ.);
** ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის შეკეთებისთვის აუცილებელი სათადარიგო მასალების შეძენა ბტუ-ში დადგენილი შესყიდვების პროცედურის შესაბამისად;
** ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების აღრიცხვა, კონტროლი სამუშაოს დროულად შესრულებაზე;

ძირითადი მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება (აუცილებელია);

სასურველი უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სრული

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2021 წლის 31 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@btu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ინფრასტუქტურის სამსახურის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |