www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის ოპერატორი
მომწოდებელი: კარგონი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა "Cargon" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ოპერატორის პოზიციაზე.

რა არის "კარგონი"?

"CARGON" მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის - "500 Startups"-ის გამარჯვებულია, რომელიც ვებპლატფორმასა და მობილურ აპლიკაციას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია მოქნილი სისტემის მეშვეობით მარტივად დაკავშირდნენ ტვირთმფლობელი და გადამზიდი პირები.
ოპტიმალური დანახარჯებით უსაფრთხო გადაზიდვები ის უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომელიც თანამედროვე ტვირთბრუნვისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია კანდიდატს გამოცდილება ჰქონდეს მძღოლებთან/სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობების მიმართულებით.

ენები:

** ქართული - სრულყოფილად
** ინგლისური და რუსული - (B1/B2)

თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი ვალდებულებები:

** მძღოლებთან/სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და ყველა საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
** ვებპლატფორმასა და მობილურ აპლიკაციაზე მათი რეგისტრაცია და არსებული ბაზების მართვა;
** ახალი კონტაქტების მოძიება და ელექტრონული ბაზის შექმნა.

აღნიშნულ პოზიციაზე სახელფასო განაკვეთი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე, ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემაც.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ელფოსტაზე: join@cargon.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ლოგისტიკის ოპერატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |