www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი-პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი-პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მართვა და კონტროლი;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა, რაც გულისხმობს ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროექტის სამუშაო გეგმის შესრულებას, სამუშაო რესურსების (ხელსაწყო იარაღების, სახარჯი მასალების, მუშახელის) განაწილებისა და გამოყენების გეგმის შემუშავებას, ასევე დაქვემდებარებული პირებისთვის სამუშაო გეგმის გაცნობას;
** პროექტების განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების მოცულობების ზუსტი განსაზღვრა და დროული მოთხოვნა;
** პროექტების ყოველდღიური რეპორტების, და შემდეგი დღის გეგმების ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის;
** ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების მენეჯერის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესრულების კონტროლი;
** სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება (ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა);
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება;
** მის დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა-კონტროლი;
** ახალი გადაწყვეტილებების გაზიარება ხელმძღვანელ პირებთან სამუშაოს შესრულების ტემპისა და ხარისხის მაჩვენებლების გაზრდის მიზნით
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ გამოყენებული ხელსაწყო-იარაღების სათანადო მოვლის უზრუნველყოფის მიზნით კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი, მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება, შესრულებული სამუშაოების გაანგარიშება
** სამუშაოების განხორციელება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად
** სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება (ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა);
** წარმოქმნილი პრობლემის მიზეზის დადგენა და შემდგომში მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი
** მოლაპარაკებების წარმართვის და მაღალი დონის შეხვედრების მართვის უნარი
** დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** სტრესის მართვის უნარი
** რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირებულობა
** აუცილებელია იცოდეს ნახაზის კითხვა

მოთხოვნები:

** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: cv@decoline.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |