www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ბაუმა
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

კომპანია "ბაუმა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თელავში.

"ბაუმა" სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე https://bauma.ge/

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი (გაყიდული პროდუქციის პროცენტებიდან)
დასვენება: კვირაში ორი დღე

ფუნქცია/მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათ შორის არსებული განსხვავების შესახებ კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** სავაჭრო ობიექტში არსებული პროდუქციის პერიოდული ინვენტარიზაცია, მარაგის კონტროლი;
** პროდუქციის მიღება და ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება;
** 1С პროგრამაში მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

უნარები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** პროდუქციის სწრაფად შესწავლის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@bauma.ge, ხოლო სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი).

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით; შრომითი ურთიერთობის დაწყების შემთხვევაში, მხარეთა შორის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის საკითხი რეგულირებული იქნება მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტაციით, ამასთან დამსაქმებელი უფლებამოსილია ავტობიოგრაფია შეინახოს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მთელი პერიოდის განმავლობაში და მას შემდგომ, გონივრული და კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება და შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |