www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს სესხების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: მისო ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სს "მისო ევრო კრედიტი" (https://eurocredit.ge/) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 6 დიდ ქალაქში 11 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.

ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და პროდუქტის შეთავაზება;
** მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
** პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის წარდგენა;
** სესხის შეუფერხებლად გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** გუნდის გეგმის შესრულებაზე ზრუნვა და მისი მხარდაჭერა;
** გუნდის წევრების მუშაობის მართვა;
** პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესისა და მისი ხარისხის მონიტორინგი და შესაბამისი მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის საკრედიტო პოლიტიკის გადახედვა/განახლება;
** გუნდის ყოველთვიური გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით;
** საბანკო ან/და ფინანსური ინსტიტუტებში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე;
** კორპორაციული ფინანსების და ფინანსური უწყისების ანალიზის წაკითხვა/მომზადება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** ორგანიზების, დაგეგმვისა და კონტროლის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge; გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |