www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კალკულაციების მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისი სითი მედიქალ
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

კლინიკა "თბილისი სითი მედიქალი" აცხადებს ვაკანსიას კალკულაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: 4 საათიანი, 5 სამუშაო დღე. (ნახევარი განაკვეთი)

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის ყოველთვიური/ყოველწლიური სტატისტიკის მომზადება.
** სამედიცინო ისტორიების კალკულაციების მომზადება.
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel.

საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** დროის დაგეგმვის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

კანდიდატის შერჩევა წარმოებს შემდეგი გზით:

** CV-ის (რეზიუმე) გადარჩევა
** სატელეფონო გასაუბრება
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr.med.tcm@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიისა დასახელება.

კლინიკა "თბილისი სითი მედიქალი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |