www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: საჭირომანია
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

შპს "საჭირომანია" - ჩვენი კომპანია, მე-4 წელია, რაც საქართველოში არსებულ ონლაინ მაღაზიათა რიგებს შეუერთდა.

ამ მოკლე ხანში შევძელით თქვენი, ანუ ჩვენი მომხმარებლების დიდი ნდობა და სიყვარული დაგვემსახურებინა. ჩვენ ვცდილობთ საინტერესო,
განსხვავებული და საჭირო პროდუქცია მოვიძიოთ და შემოგთავაზოთ საუკეთესო ფასად. ჩვენთვის პრიორიტეტულია გვქონდეს მაღალი სტანდარტის მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომი ფასები და გვყავდეს მუდმივად კმაყოფილი მომხმარებელი. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გუნდის შერჩევა და დატრენინგება,

შპს "საჭირომანია" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** დღეში 8 სამუშაო საათი;
** კვირაში 6 სამუშაო დღე;
** შვებულება საქართველოს შრომითი კოდექსის შესაბამისად;
** დაწინაურების და ხელფასის ზრდის პერსპექტივა;
** ახალგაზრდა და მეგობრული გუნდი;
** ანაზღაურება: 1 თვე (სტაჟირების პერიოდი) 500 ლარი. შემდეგი თვე 600 ლარი მეოთხე თვიდან 700 ლარი ზრდის პერსპექტივით (სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ხდება ხელფასის ზრდა). 3 თვის შემდგომ ჯამრთელობის დაზღვევა.
** ხელფასი ირიცხება სრულად აღნიშნული თანხა, საპენსიო შენატანს, დაზღვევას და სხვა ხარჯებს ანაზღაურებს კომპანია.
** ადგილმდებარეობა: წერეთლის გამზირი

ძირითადი მოვალეობა:

** სოციალურ ქსელში მონაწერებზე პასუხი;
** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია (მიწოდების ადგილისა და დროის შეთანხმება);
** მომხმარებლების ზარებზე პასუხი;
** კურიერების შეკვეთების გამზადება (შესაბამის ნივთების შეფუთვა და დასტიკერება).

მოთხოვნები:

** სქესი: არ აქვს მნიშვნელობა;
** ასაკი: 18-დან 30 წლამდე;
** ორგანიზირებული;
** დროის მართვის უნარი;
** გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
** თავაზიანობა;
** პოზიტივი;
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ვეძებთ კადრს, რომელიც არ იმუშავებს მხოლოდ ხელფასის გამო და ექნება მოტივაცია პიროვნული და კარიერული განვითარების, რაშიც კომპანია შეგიწყობთ ხელს.

ჩვენი FB გვერდი: https://www.facebook.com/needmania/
ჩვენი საიტი: https://www.sm.ge/

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე needmania@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |