www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: At Store
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

კომპანია "ეთ სთორ • At store" აცხადებს ვაკანსიას "ძლიერი" გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია საქართველოში ახორციელებს მობილური აქსესუარების იმპორტს. ის ბაზარზე წარმოდგენილია როგორც საბითუმო, ასევე საცალო ვაჭრობის კუთხით. ჩვენ ვეძებთ კადრებს, რომლებიც შეისწავლიან საქმეს და იქნებიან საკუთარი საქმის პროფესიონალები. ჩვენის მხრივ შეგიქმნით კომფორტულ გარემოს, რადგან გესიამოვნოთ ყოველი დღე სამსახურში ყოფნა.

მდებარეობა: თბილისი.
დასაქმების ფორმა: 1) სრული განაკვეთი; 2) ნახევარი განაკვეთი.

მისამართები:

** აღმაშენებლის გამზ. 124
** აღმაშენებლის გამზ. 104
** აღმაშენებლის გამზ. 98
** სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი"
** სავაჭრო ცენტრი "კიდობანი"
** ჭავჭავაძის გამზირი 37მ ("აქსის თაუერსი")

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია
** პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის მოწესრიგება, განლაგება და სისუფთავის უზრუნველყოფა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მარაგის კონტროლი
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება.

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველების უნარი
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი და მოწესრიგებული.

სხვა მოთხოვნები:

** ენები: ინგლისური, რუსული. აუცილებლად ფლობდეს ინგლისურს მინიმუმ სასაუბრო დონეზე, სხვა შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.
** აუცილებელია გაყიდვებში გამოცდილება, 1-დან 2 წლამდე
** განათლება: საშუალო განათლება.

სამუშაო გრაფიკი:

სრული განაკვეთი: 10:00-დან 23:00-მდე
დასვენება: კვირაში 1 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი (გაყიდვებიდან პროცენტი)

ნახევარი განაკვეთი: 10:00-დან 16:30-მდე ან 16:30-დან 23:00-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი + ბონუსი ( გაყიდვების პროცენტი).

გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, ელ-ფოსტაზე: atstoregeorgia@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |