www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group"-ის მართვაში არსებული რესტორნისთვის "ოტიუმი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** რესტორნის ადგილმდებარეობა: კუს ტბის გზა, მერაბ ბერძენიშვილის 10 ნომერი
** გრაფიკი: სამუშაო ცვლებში, კვირაში 2 დღე დასვენება
** ანაზღაურება: ყოველთვიური, ფიქსირებული 850 ლარი + ბონუსი ღონისძიებებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მითითებულ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია იცოდეს ნარგილი (ანაზღაურების გარდა, გაიცემა დამატებითი ბონუსი ნარგილის შეკვეთების მიხედვით);
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუში შემავალი სასმელების ასორტიმენტის ცოდნა;
** ბარის აღჭურვილობების გამოყენების ცოდნა;
** სამუშაო ადგილის მუშაობისთვის მომზადება და ბარის შეუფერხებლად მუშაობაზე პასუხისმგებლობა : ბარის მომარაგება სასმელებით და საჭირო ჭურჭლით; შესაკვეთი პროდუქტის საწყობისთვის მიწოდება; ბარის პროდუქციის სათანადო თაროებზე განთავსება;
** სამუშაო ადგილის და ინვენტარის სისუფთავეზე ზრუნვა;
** სერვისის თანამშრომლებისგან შეკვეთების მიღება და სტუმრის მოთხოვნილი სასმლის გამზადება;
** სასმელებთან დაკავშირებით გამოცემული დადგენილებების და ინსტრუქციების დაცვა;
** ბარში აღწერების ჩატარება და მარაგების მუდმივი კონტროლი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mgroup.ge 2022 წლის 24 იანვრამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |