www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

მისო "რიკო ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

საწყისი ანაზღაურება: 7000 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტინგის წარმოება.
** ფინანსურ ინსტიტუტებთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია.
** აუდიტის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება უშუალო მენეჯერთან კოორდინირებით.
** ფინანსური პერიოდის დახურვა და ფინანსური ანგარიშგების მომზადება.
** კომპანიის აქტივების კლასიფიკაცია და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება "სებ"ის დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
** კომპანიის მიმდინარე ხარჯების კონტროლი.
** სტრატეგიული ბიზნეს გეგმების მომზადება და ანალიზი.
** ფინანსური ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის გადმოტანა, მოგროვება და ერთიან ფორმატში მოყვანა.
** სახელფასო სისტემის მართვა, კონტროლი და მონიტორინგი.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი ფინანსური დავალებებისა და მითითებების შესრულება.
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით.
** საბანკო სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება.
** ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის საფუძვლიანი ცოდნა.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** საბუღალტრო პროგრამების "Alta"-ს, "Info"-ს da "Oris"-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
** კომუნიკაციის დამყარებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3x4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

გაითვალისწინეთ:

** რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
** აუცილებელია აპლიკანტს ჰქონდეს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრის ცნობა.
** აპლიკანტს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |