www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: .Net დეველოპერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე https://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას Middle .Net დეველოპერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია: კომპანიის შიდა და გარე პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, განვითარება, დანერგვაში მონაწილეობა.

პასუხისმგებლობა და ფუნქცია-მოვალეობები:

ეჯაილ გუნდის, პროექტების მართვის ანალიტიკისა და ხარისხის მართვის გუნდის წევრებთან ერთად კომპანიის სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებზე მუშაობა, პროექტის მიზნის განსაზღვრა, ანალიზი, დაგეგმვა და აღსრულება. დავალებების პრიორიტეტიზაცია და სამუშაოს ორგანიზება, დავალების ფარგლებში მიღებული ინსტრუქციების გაანალიზება და შესრულება.

ცოდნა და უნარები:

** C#, ASP.NET Core Web API, Entity Framework, Dapper პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება;
** SQL/SQL Server/Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** SOLID პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში გამოყენება;
** Integration testing;
** Unit testing;
** სამუშაო გამოცდილება 4+;
** კოდის მუშაობის სიზუსტისა და ფუნქციონირების გადამოწმება;
** JavaScript/TypeScript მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, არაფორმალურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სადაც ყოველდღიურად შეძლებ იმუშაო ტექნოლოგიურ სიახლეებზე განვითარდე და მოახდინო საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 203 000



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |