www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო რადისონ ბლუ
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს და გააფორმოს შეკვეთილი კერძები არსებული რეცეპტებით და უზრუნველყოს კერძის შესაბამისი პრეზენტაცია
** მოამზადოს სოუსები, წვნიანები და ცხელი კერძები
** მოამზადოს ლანჩი და სადილი შეფ დე პარტიეს მითითებების გათვალისწინებით
** დაიცვას რედისონ თბილისის სასტუმრო საკვების ხარისხის, მომზადების, რეცეპტების და პრეზენტაციის სტანდარტები
** მოიმარაგოს წინასწარ მომზადებული საჭირო ინგრედიენტები თავისი სექციისთვის
** შეფ დე პარტიესთან ერთად უზრუნველყოს სწორი საკმაზი, პორცია და კერძის პრეზენტაცია
** უზრუნველყოს დარჩენილი საკვების სწორი შენახვა და დიდი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში აცნობოს შეფ დე პარტიეს
** უზრუნველყოს კერძების დროულად მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამხმარე
** სათანადოდ დაიცვას უსაფრთხოების წესები, ჰიგიენა, სურსათის უვნებლობისა და სანიტარული სისტემის ნორმები
** უზრუნველყოს სრული მზად-ყოფნა ნებისმიერ დროს

დაინტერესების შემთხვევაში:

თუ თქვენი გამოცდილება აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.tbilisi@radissonblu.com, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელი სათაურად.

რეზიუმეს ბოლო გამოგზავნის ვადაა 4 თებერვალი, 2022.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |