www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ კონდიტერის ასისტენტი
მომწოდებელი: უშაქრო
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

საკონდიტრო "უშაქრო" აცხადებს ვაკანსიას შეფ კონდიტერის ასისტენტის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:

** საკონდიტრო პროდუქტების მომზადება, ცხობა, გაფორმება;
** პროდუქტის კონტროლი, ვარგისიანობის, ხარისხის და შენახვის ვადის კონტროლი;
** სამუშაოს შესრულება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** მანქანა-დანადგარების, ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** შეფ-კონდიტრის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
** ტექნოლოგიური პროცესის სრული სიზუსტით დაცვა და არსებული მარაგების, ვადების კონტროლი.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის და კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

უშაქრო ან/და შაქრის შემცვლელ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: sugarfree.ge@gmail.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |