www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურისტი სასამართლო დავების მიმართულებით
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

ახალი "ლიბერთი" - ახალი ცხოვრებისთვის! ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, სასამართლო დავების განყოფილება, იურიდიული დეპარტამენტი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

სავალდებულოა შემდეგი კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა:

** სამოქალაქო კოდექსი;
** სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
** სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი და იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები;
** საჯარო რეესტრის შესახებ კანონი და იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები;
** ბაჟის შესახებ კანონი;
** საბანკო კანონმდებლობა.

სამუშაოს აღწერა:

** სასამართლოში, აღსრულებასა და ნებისმიერ მესამე პირთან ბანკის სახელით წარმომადგენლობა;
** წარმომადგენლობის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** მორიგების მიზნით მხარეებთან კომუნიკაცია;
** მიმდინარე საქმეებზე რეპორტის/ანგარიშის წარმოება;
** სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ბანკის მიზნებზე ორიენტაცია;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2022 წლის 28 იანვრის ჩათვლით.

შეტყობინება: "ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ლიბერთი ბანკისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ლიბერთი ბანკმა" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებგვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ლიბერთი ბანკში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |