www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის გაყიდვების გეგმისა და ბიუჯეტის განსაზღვრა;
** ბაზრის მოცულობის, დინამიკის, პოტენციალის, მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია/მოლაპარაკებების წარმოება ბრენდთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე;
** გაყიდვების გეგმის შესრულების პროცესის ხელშეწყობა;
** ბრენდთან დაკავშირებული სიახლების მუდმივი თავლყურისდევნება და იმპლემენტაცია გაყიდვების გუნდში;
** დეპარტამენტისთვის, ფუნქციისთვის სხვადასხვა ეფექტურობის მაჩვენებლების განსაზღვრა და ამ მაჩვენებლების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტლური წლიური რეპორტინგის მომზადება და ანალიტიკა;
** გუნდის მართვის, მოტივაციის, განვითარების ეფექტური სისტემის შემუშავება და დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინიტრირების კუთხით;
** მსგავსი მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებულად Excel ის კარგად ცოდნა;
** სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** ტრეინინგების და განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ და სამართლიან სამუშაო გარემოს;
** კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - დაზღვევა, კორპორატიული ტელეფონი და ლიმიტი, საწვავის ლიმიტი და ავტომანქანა სამსახურეობრივი საჭიროებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ბრენდების დეპარტამენტის ხელმძღვანელი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |