www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "გასტრონომი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

იხილეთ https://www.facebook.com/GastronomeGeorgia

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის მართვა (როგორც ელექტრონული, ისე ფაქტობრივი);
** ადმინისტრაციული დოკუმენტების დაარქივება და ელექტრონული ბაზების შექმნა;
** ადგილობრივი შესყიდვების დროულად განხორციელება (საკანცელარიო მიმართულებით);
** ადმინისტრაციული პროცესების გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი სერვის-პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
** ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის პროცესის მართვა;
** დასაქმებულთა საქმეების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

საწყისი ანაზღაურება: 800 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დაზღვევა: ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |