www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ინსტა
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ინსტა" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 23 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. "ინსტას" მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 8000-მდე დასახელების პროდუქტი. "ინსტა"-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.

"ინსტა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** განბაჟებული ტვირთების საბაჟო ტერმინალებიდან გამოტანა, მათი სასაწყობე ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მოთხოვნის შესაბამისად თბილისსა და თბილისს გარეთ მიწოდება;
** პროდუქციის საბოლოო დანიშნულების ადგილზე მიტანა, ცალკეულ შემთხვევებში მომხმარებლებთან პროდუქციის ბინაზე მიწოდება, გადაცემის მომენტში პროდუქციის შემოწმება, დასურათება და სურათების გადაგზავნა ლოგისტიკის ცენტრის შესაბამის პასუხისმგებელ პირთან;
** საჭირო დოკუმენტაციის დანიშნულების ადგილას მიტანა;
** ავტომანქანის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამავე პოზიციაზე;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საავტომობილო რეგულაციების და წესების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ქართველიშვილის ქ. 12

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.insta.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |