www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Chemicals Coating Trading
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

შპს "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში 2012 წელს. კომპანია თანამშრომლობს იტალიურ საერთაშორისო ბრენდებთან. სათაო ოფისი, საწყობები და საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

კომპანია სპეციალიზირებულია შემდეგი მიმართულებებით:

** კედლების და დეკორატიული საღებავების წარმოება ქალაქ რუსთავში (იტალიელი თანამშრომლების დახმარებით და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობა ხის, მეტალის და დეკორატიული ლაქ-საღებავებით;
** პროდუქიის გამოყენებისთვის საჭირო აქსესუარებით ვაჭრობა.

ვაკანსია: ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილის #2
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 საათი, ორშაბათი - პარასკევი

კანდიდატი იმუშავებს ქართველ და იტალიელ თანამშრომლებთან ერთად.
გთავაზობთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** კომპანიაში დანერგილი ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების საგადასახადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ყოფნის კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა პროგრამაში და სალაროს კონტროლი;
** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;
** ხელფასებისა და საპენსიო დანაზოგის დარიცხვა;
** ფინანური ანგარიშგების მომზადება, წარდგენა. ყოველთვიური CASH-FLOW;
** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალთან მუშაობა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი;
** იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო სფეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალეტრის პოზიციაზე;
** "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** პროგრამა "Oris"-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** დროის ეფექტურად მართვა;

ჩვენ გავაზობთ:

** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** მუდმივი წინსვლის შესაძლებლობას.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის დირექტორთან.

დაინტერესებულ პირებს გხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge და გხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |