www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

კომპანია "ნეოტექი" უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ არსებობის მანძილზე წარმატებული საქმიანობით შეძლო უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება, ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელის მოპოვება და სამართლიანად ითვლება ამ ბაზარზე ლიდერ კომპანიად. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსათვალთვალო, დაცვით-საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციების, ხანძარქრობის, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს.

კომპანიის მფლობელობაში არსებული მრავალი სერტიფიკატიდან აღსანიშნავია შემდეგი საერთაშორისო სერტიფიკატები:

** ხარისხის მენეჯმენტის ISO 9001:2015, რაც ადასტურებს კომპანიის მენეჯმენტის და სტრუქტურის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან;
** სამუშაო გარემოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მენეჯმენტის ISO 45001:2018, რაც ადასტურებს კომპანიის მიერ შექმნილი შრომითი გარემოს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან;

კომპანია "ნეოტექი" დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას და აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მიმართულების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამსახურეობრივი მოვალეობები:

** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა, ფასების კვლევა და ანალიზი
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვების განხორციელება საუკეთესო შესაძლო პირობებით;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** ნაშთების კონტროლი და შესყიდვების განხორციელება დადგენილი წესით;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების ორგანიზება;
** პროდუქტთა ტექნიკური აღწერილობების შექმნა დადგენილი წესით;
** გაყიდვების სტიმულირება;
** მარჟების კონტროლი;
** ტრენინგების ჩატარებაა (წაყვანა) პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლების გაცნობის მიზნით;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** შესყიდვების მიმართულებით მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა Excel.
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი უნარები (კომუნიკაბელურობა, შრომის განაწილება და ა.შ);
** სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

ანაზღაურება:

საგამოცდო პერიოდი - აყვანიდან 3 თვის განმავლობაში 1000 ლარი ხელზე, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაგრძელდება შრომითი ხელშეკრულება ანაზღაურებით 1200-1500 ლარამდე ხელზე.

რეზიუმეები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელფოსტაზე: igaruchava@neotech.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - შესყიდვების სპეციალისტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |