www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარეზერვო სერვის კოორდინატორი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

სს "ტერაბანკი" "Next Generation" პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას თბილისში სერვის კოორდინატორის მოსამზადებელ პროგრამაზე. პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც კარიერის დაწყება და განვითარება სურს საბანკო სფეროში.

"Next Generation" პროგრამა შედგება თეორიული სწავლებისა და სტაჟირების კურსისგან, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი პირველ ეტაპზე დასაქმდება სარეზერვო თანამშრომლად და წარმატების შემთხვევაში, ექნება ტერაბანკში წინსვლის შესაძლებლობა.

პროგრამის პირობები:

** სასიამოვნო სამუშო გარემო ცოდნის გასაღრმავლებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
** თეორიული და პრაქტიკული მომზადების წარმატებით დასრულების შემთხვევაში:
დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად, ანაზღაურება - დარიცხული 500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა
** მომხმარებლისთვის სწრაფი გადახდის აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება

ეს პროექტი არის შენთვის:

** თუ ფლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე
** თუ გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი და ხარ განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 იანვრის 18:00 სთ-მდე მისამართზე: HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |