www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მშენებლობის ზედამხედველი
მომწოდებელი: LSG Solutions
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 31 დეკემბერი

"LSG Solutions" არის სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ 2020 წელს დაფუძნებული, მშენებლობის მენეჯმენტის და ზედამხედველობის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს კომერციული, საწარმოო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების მიმართულებით.

კომპანიის მიზანია ბაზარზე არსებული ცოდნის დეფიციტიდან გამომდინარე უმოკლეს ვადაში დაამკვიდროს მაღალი სტანდარტის საინჟინრო სერვისი მსხვილი ინვესტორებისთვის.

კომპანია ეძებს მაღალი დონის პროფესიონალს, მრავალწლიანი გამოცდილებით მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება
** მშენებლობის ზედამხედველობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** CAD პროგრამების საბაზისო ცოდნა (პროექტის წაკითხვის დონეზე)
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო, არქიტექტურული ან ამავე სფეროსთან მიახლოებული უმაღლესი განათლება

კომპანია კანდიდატს სთავაზობს:

** პრესტიჟულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას
** პროფესიულ განვითარებას
** კარიერულ წინსვლას

სამუშაოს აღწერა:

** საპროექტო დოკუმენტაციის და შესრულებული სამუშაოების შესწავლა
** სამშენებლო ობიექტზე დამკვეთის წარმომადგენლობა და კონტაქტის შესაბამისად მოქმედება
** სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის, მშენებლობის ნებართვის, მეთოდოლოგიის და კანონმდებლობის შესაბამისად
** სამუშაოების პროგრესის კონტროლი
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** შესრულებული სამუშაოების მიღება-დადასტურება
** შესაძლო ტექნიკური რისკების შესახებ დამკვეთის ინფორმირება
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება და დადასტურება
** პროექტის მსვლელობისას გეგმისგან შესაძლო გადახვევის შესახებ დამკვეთის დროული ინფორმირება და ალტერნატიული გადაწყვეტილების შეთავაზება და კონტრაქტორისთვის შესაბამისი დავალების მიცემა
** სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოება

ვაკანსია ძალაშია 31 იანვრამდე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე info@lsg.solutions

https://lsg.solutions/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |