www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "4 Hospitals" - სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი და ჰოსპიტალური სექტორისთვის მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოში. გუნდის გაძლიერების მიზნით ვაცხადებთ ვაკანსიას შესყიდვების (იმპორტის) წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** ახალი მომწოდებლების მოძიების უზრუნველყოფა, კომპანიის პრიორიტეტებისა და ინტერესების შესაბამისად;
** კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მომწოდებლებისგან წარმოებისა და გამოგზავნის საუკეთესო პირობების მიღება, როგორც ფასის, ასევე ლოჯისტიკურ ნაწილში;
** კომპანიის მომწოდებელ კომპანიებთან გრძელვადიანი და მდგრადი ურთიერთობების განვითარება, კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** მოძიებული სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი, სააქციო პირობის ფარგლებში ახალი დამატებითი პირობების მიღება;
** მომწოდებლებისგან მიღებული წუნდებული პროდუქციის პრობლემებზე ოპერატიული რეაგირების განხორციელება და აღნიშნულისგან მიღებული ზიანის სრულად ანაზღაურების უზრუნველყოფა;
** შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი; თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი - რაც ამასთანავე მოიცავს სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაციას, ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურების კონტროლს;
** ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და ხარჯების კონტროლი;
** აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ლოკაციაზე ორგანიზებულ გამოფენებსა და კონფერენციებში.
** შესყიდვების გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა, სხვადასხვა ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება და გუნდის მოტივაციაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამედიცინო პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ კომფორტული გარემო, პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი,
აქტიური სამუშაო რიტმი, ყველა პირობა რომ შეძლოთ გამოავლინოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.

რაც მთავარია, აქ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ პროფესიული წინსვლის.ჩვენ ვაფასებთ ინიციატივებს და ვზრუნავთ თქვენს მოტივაციაზე. მზარდი სახელფასო სისტემა არის ჩვენი კომპანიის პოლიტიკა, თქვენ თავად შეგიძლიათ მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ ხელფასს და შეიქმნათ თქვენი ეფექტურად მუშაობისთვის აუცილებელი ყველა პირობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@4hs.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |