www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

აუცილებელი უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად მუშაობის უნარი;
** სხარტი და ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი.

ძირითადი საქმიანობა:

** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო ზარების მიღება; მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა სტანდარტის შესაბამისად;
** შიდა მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა.
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული (სასურველია სამედიცინო/ფარმაცევტული) განათლება (განვიხილავთ სტუდენტსაც);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |