www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
მომწოდებელი: კლიპარტი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

"კლიპარტი" დაარსდა 2015 წელს - სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ხარისხიან ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და საჭირო გახდა სანდო კომპანიის არსებობა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ყველანაირი ტიპის მედიის ერთიანი გაყიდვის სისტემას შექმნიდა.

ვთანამშრომლობთ 150-ზე მეტ ვებპორტალთან, ყველა წამყვან ტელე და რადიომაუწყებლობასთან, ქართულ ბეჭდურ მედიასთან. გარდა ამისა, მუდმივად ვმუშაობთ უახლესი ციფრული პროდუქტების ათვისებაზე, შექმნასა და დანერგვაზე.

ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო "ClipArt" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, კოსტავას ქ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტესტირების დაგეგმვა და შესრულება;
** ტექნიკური დავალების შესაბამისად სხვადასხვა ბიზნეს ქეისის შემოწმება;
** დეველოპერებთან კომუნიკაცია;
** ხარვეზების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და შემდგომი მეთვალყურეობა;
** ახალი ტესტირების ტექნოლოგიებისა და QA პროცედურების კვლევა/დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** პროგრამირების პრინციპების საბაზისო ცოდნა;
** ბრაუზერის Web Developer Tools-ის გამოყენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, სივი/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: tester@clp.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |