www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სტოკერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

ფუნქცია- მოვალეობები:

** საწყობიდან მიღებული პროდუქციის შესაბამის სექციაში განაწილების ორგანიზება;
** სექციის, სტენდებისა და თაროების მოწესრიგება/განახლება, ახალი პროდუქციის თვალსაჩინოდ განთავსება, განლაგების შესწორება მერჩენდაიზინგული წესების გათვალისწინებით;
** დარჩენილი ყუთების და პალეტების საწყობის ტერიტორიაზე გატანა.
** სააქციო პროდუქციის ეფექტური განთავსების ორგანიზება, სააქციო ფასისა და მარაგების კონტროლი;
** დარბაზში არსებულ პროდუქციაზე ანოტაციების და ფასების სწორად და დროულად დაფიქსირების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** დისციპლინისა და სისუფთავის დაცვა სექციებში, ხარვეზების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მასშტაბური, სეზონური გადალაგებების ორგანიზება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |