www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებული ინციდენტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა და მონიტორინგი შესაბამისი პოლიტიკის დაცვით
** კომპიუტერული სისტემების მონაცემების რეზერვირება/აღდგენა
** საოფისე ელ. მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ოფისის ქსელური აპარატურის გამართვა და დიაგნოსტირება
** შიდა ქსელის ტექნიკური გამართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ან არასრული (დამამთავრებელი კურსი) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტული მიმართულებაა კომპიუტერული ინჟინერია/ინფორმაციული ტექნოლოგიები);
** აუცილებელია IT მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემური საკითხების გადაწყვეტის უნარი;

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** რთული ტექნიკური საკითხების ოპტიმალურად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. "მხარდაჭერის სპეციალისტი".

განცხადებები მიიღება 2022 წლის 24 იანვრამდე.

წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალცალკე) შესაძლოა შიეცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |