www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Angular დეველოპერი
მომწოდებელი: ავტოელემენტი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"ავტოელემენტი" აცხადებს ვაკანსიას Angular დეველოპერის პოზიციაზე.

"ავტოელემენტი" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპია საქართველოში, რომელიც შუამავლების გარეშე აკავშირებს ავტომფლობელებს და ავტონაწილების მაღაზიებს ერთმანეთთან. 2020 წლის მარტიდან საქართველოს გარდა აპლიკაცია კიდევ ხუთ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი (აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, რუსეთი). ჩვენი მიზანია გავუმარტივოთ ავტომფლობელებს ავტონაწილების მოძიების პროცესი.

მოვალეობები:

** არსებული აპლიკაციის განვითარება;
** ვებგვერდის ფრონტზე მუშაობა;
** UI/UX შემუშავებაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Angular-ის მიმართულებით;
** Angular ფრეიმვორკის და Typescript ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** JavaScript ენის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** HTML, CSS ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** Nest js - ის ცოდნა;
** Mongo DB - სთან მუშაობის გამოცდილება.

სხვა უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ინიციატივიანობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: განიხილება არასრულიც
ხელფასი: კვალიფიკაციის და უნარების მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ 13 თებერვლამდე გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: muradbartishvili@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |