www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბაზალტ ფაიბერსი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"გერმანული ბაზალტის ბოჭკოს ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბაზალტის ტექსტილური ბოჭკოს წარმოების ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: D-06526, ზანგერჰაუზენი, ლაიფციგიდან 90კმ, გერმანია

მოვალეობები:

** გერმანიაში კომპანიის საწარმოოსთვის ლაბორატორიული ხარისხის კონტროლისა და პროდუქტების განვითარებისათვის საჭირო სამუშაოებისა და ტესტირებების ჩატარება;
** ქიმიური ტესტებისა და ლაბორატორიის სხვა დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და შენახვა;
** სრული სამუშაო განაკვეთი

სავალდებულო განათლება და გამოცდილება:

** ქიმიკოსის ან ბიოლოგის დიპლომი, სასურველია მაგისტრის;
** სპეციალობის მიხედვით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ენის ცოდნა - ინგლისური კარგად, გერმანული- საშუალოდ;
** სასურველია მანქანის მართვის ცოდნა.

ანაზღაურება - 2500 ევრო ბრუტო, (დაბეგვრისა და ოთახნახევრიანი ბინის ქირის გადახდის შემდეგ რჩება - 1100 ევრო), 6 თვის შემდეგ (საცდელი დროის წარმატებით გავლის შემდგომ), ანაზღაურება იზრდება - 3000 ევრომდე;)

სამუშაო ვიზის, დაზღვევის და ბინის საკითხებს მოაგვარებს კომპანია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ასევე სასურველია რეკომენდატორების სახელი და საკონტაქტო ტელეფონის ნომრების მითითება შემდეგ მისამართზე: info@basalt-fibers.com არაუგვიანეს 31 იანვრისა. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |