კერამიკული ფილების იმპორტიორი კომპანია შპს "როიალ თრეიდინგ გრუფ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სუპერვაიზერის და ვაიზერის პოზიციებზე.
1. საწყობის სუპერვაიზერი
მოვალეობები:
** საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა, და მართვა, საწყობის
გამართული მუშაობის პროცესების ორგანიზება.
** საწყობში საქონლის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი, პროდუქციის მიღება,
დახარისხება, დასაწყობება, საწყობში საქონლის მოძრაობის, აღრიცხვის და
კონტროლის ყველაზე თანამედროვე მეთოდების ცოდნა.
** სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული
პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);
** საწყობის თანამშრომელთა მუშაობის კოორდინირება და კონტროლი,
თანამშრომლებისთვის გადანაწილებული ფუნქციების ორგანიზება და კონტროლი,
სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
** საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის
სამუშაოების ორგანიზება;
** წუნდებული პროდუქციის მართვა;
** მიღებულ პროდუქციაზე (მის რაოდენობაზე) პასუხისმგებლობა, პროდუქტის
უსაფრთხო პირობებში განთავსების ორგანიზება და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მათემატიკური უნარები
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ამწე-ჩანგლურის ("პაგრუშჩიკის") მართვის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) +ბონუსი
2. საწყობის ვაიზერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა და საწყობის
სუპერვაიზერის დახმარება;
** საქონლის შეკვეთების მიღების, გაგზავნის და მომხმარებელთან დროულად
მიტანის დაგეგმვა და მონიტორინგი საწყობის სუპერვაიზერთან შეთანხმებით;
** სასაწყობე მარაგების გადახედვა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის მომსახურებასთან დაკავშირებული
პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება,
მართვა საწყობის სუპერვაიზერთან შეთანხმებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მათემატიკური უნარები
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია ამწე-ჩანგლურის (პაგრუშჩიკის) მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) +ბონუსი
გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 557 36 03 30 ან გამოაგზავნოთ სივი შემდეგ მისამართზე hr@royalceramic.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.