www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების ხარისხის მენეჯერი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 29 მაისი

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.

საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის შეფასება;
** მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა თვის ჭრილში;
** პერიოდულად NPS კვლევების დაგეგმვა;
** კვლევის შედეგების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** მომსახურების ხარისხით უკმაყოფილო მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზების მოძიება გუნდის წევრებთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel -ის კარგად ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა ;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** რთული სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მობილურ სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსს;
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@mrmaster.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მომსახურების ხარისხის მართვის სპეციალისტი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "მისტერ მასტერის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 12 თვის ვადით.

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |