შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების კომპანია - NBT 14 წელია ოპერირებს ბაზარზე. იგი ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, დაარქივება;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
** მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** სალაროს აღრიცხვა/კონტროლი;
** ელ. ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა (RS.ge -ზე ატვირთვა);
** დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
** იმპორტი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით;
** MS Office-ის პრაქტიკული ცოდნა;
** Oris ბუღალტრული პროგრამის ცოდნა;
** ACCA პირველი დონე აუცილებელია (ACCA მეორე დონე სასურველია);
** RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 -18:00
** შაბათი 10:00-16:00
** ანაზღაურება: შეთავაზება სამუშაოს მოცულობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. მზარდი ბონუსი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@cordesign.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!