საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა "CARGON" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ოპერატორის პოზიციაზე.
რა არის კარგონი?
"CARGON" მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის - "500 Startups"-ის გამარჯვებულია, რომელიც ვებ პლატფორმასა და მობილურ აპლიკაციას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია მოქნილი სისტემის მეშვეობით მარტივად დაკავშირდნენ ტვირთები გადამზიდ საშუალებებთან.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ენები:
** ქართული - სრულყოფილად
** ინგლისური და რუსული - (B1/B2)
თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
თანამდებობრივი ვალდებულებები:
** ტრაილერის მძღოლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და ყველა საჭირო ინფორმაციის დამუშავება
** "კარგონის" პლატფორმასა და მობილურ აპლიკაციაზე მათი რეგისტრაცია და არსებული ბაზების მართვა
** ახალი კონტაქტების მოძიება და ელექტრონული ბაზის შექმნა
** შემოსულ შეკითხვებზე დროული უკუკავშირი
** პლატფორმაზე შემოსული მოთხოვნების (რეგისტრაცია, ტრანსპორტირების კალკულაცია) ლოგისტიკის დეპარტამენტთან გადამისამართება
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ხელფასს (800-დან 1000 ლარამდე) და ბონუსს შესრულებული საქმიდან
** პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს მოტივირებულ გუნდში
** Ჯანმრთელობის დაზღვევას
** პერსონალური და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს საერთაშორისო კომპანიაში
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: join@cargon.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ლოგისტიკის ოპერატორი".