www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორანტი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 25 მაისი

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მედიცინის ფაკულტეტზე
ლაბორანტის
ვაკანსიას.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, სარაჯიშვილის ქ.17
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი (სამი დღე - 09:00 - 15:00/შემდეგი სამი დღე 15:00 - 21:00)
სამუშაო ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი
ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** პრაქტიკული მეცადინეობებისათვის მოამზადოს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისი სიმულაციური აღჭურვილობა/ინვენტარი/მასალები;
** აწარმოოს სიმულაციურ ცენტრში არსებული ინვენტარის, მასალების აღრიცხვა, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე მოამზადოს წერილობითი მიმართვა სახარჯი მასალის შეძენის მიზნით;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გამოსაყენებლად უვარგისი ტექნიკის/მასალის/ინვენტარის ჩამოწერა/განადგურების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** სიმულაციურ ცენტრში პრაქტიკული მეცადინეობების მსვლელობის დროს უზრუნველყოს სიმულაციური ცენტრის აღჭურვილობის კონტროლი და უსაფრთხოების ზედამხედველობა
** სიმულაციურ ცენტრში სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოყენებული მასალის შენახვა/ლიკვიდაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრაქტიკოსი ექთნის კვალიფიკაცია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT -ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა -B1 (მეტყველება, წერა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 მაისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |