საათების მაღაზიათა ქსელი "GMT" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისის და ბათუმის ფილიალებში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა
** პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
** ახალი მოდელების შესწავლა
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** რუსული და ინგლისური სასაუბრო
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** არამწეველი
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიურ და საპასუხისმგებლო სამსახურს
** ფიქსირებულ სახელფასო პროგრამას
** საბონუსე სისტემას
** 15 სამუშაო დღე თვეში
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gmt4.ge აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები არ განიხილება.