www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბისკვიტის ჩამკრემავი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს ბისკვიტის ჩამკრემავის პოზიციაზე სამუშაოდ.

სამუშაო ადგილი: ნაძალადევი
სამუშაო განაკვეთი: სრული (დღე-ღამის მონაცვლეობით), კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 750-1200 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბისკვიტის ცხობისთვის საჭირო მასალის მომზადება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** ღუმელის ტემპ. რეჟიმის რეგულირება და ბისკვიტის გამოცხობა;
** გამომცხვარი პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლობა;
** ტორტის ჩაკრემვა - შემოლესვა დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** ხილის შიგთავსის განაწილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** ჩაკრემილი პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლობა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 მაისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |