კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოო პროცესების დაგეგმარება და კონტროლი;
** დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, გეგმიური ტექნიკური დათვალიერების განხორციელება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის მითითებების მიცემა, მათთვის საქმის გადანაწილების და მუშაობის ხარისხის კონტროლი;
** წარმოების პროცესების სისტემატიური ელექტორნული აღწერა;
** საჭრელი მანქანა დანადგარების ოპერირება;
** საჭიროების შემთხვევაში წარმოებაში ნებისმიერი ტექნიკური თუ სხვა შეფერხების აღმოსაფხვრელად ინჟინრების და სპეციალისტების მოძიება;
** საჭიროების შემთხვევაში წარმოებისთვის აუცილებელი მასალების, ინვენტარის და სხვა, შესყიდვის უზრუნველყოფა;
** დირექტორთან ანგარიშგება და რეპორტინგი;
** სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დროის სწორი მართვა;
** სამუშაოს სწორი დაგეგმვის და განხორციელების უნარები;
** შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი 10:00 - 18:00 საათი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა 7
ანაზღაურება: საწყისი 1000 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@geopaper.ge. ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება,
გისურვებთ წარმატებას!