www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
თანდართული ფაილი: 71704_CSRDG_2244475.zip
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 3 ივნისი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად.

კონკურსის მიზანია:

იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქრაუდფანდინგის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით კონკრეტული პრობლემის მოგვარებისათვის და/ან სოციალური ინიციატივებისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ქრაუდფანდინგის პლატფორმებს, სამოქალაქო ჯგუფებს, მოძრაობებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (არარეგისტრირებულს და რეგისტრირებულს ააიპ სტატუსით).

დაინტერესებულმა პირებმა / ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადი თანდართული ფორმის მიხედვით. საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6, 000 ლარს.

საყურადღებოა, რომ მოთხოვნილი თანხის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ქრაუდფანდინგის კამპანიის საორგანიზაციო/ან სხვა ტიპის ხარჯებზე და არა, თავად გამოკვეთილი პრობლების, საჭიროების მოგვარებაზე.

პროექტი შეიძლება მოიცავდეს ქვევით ჩამოთვლილი საილუსტრაციო საქმიანობებიდან ერთს ან რამდენიმეს:

** ქრაუდფანდინგის პლატფორმის შექმნა ან არსებულის განვითარება;
** ქრაუდფანდინგის ღონისძიების მოწყობა (მარათონი, ჰაკათონი, კონტერტი და სხვ.);
** ქრაუდფანდინგის უახლესი ინსტრუმენტების გამოყენება, მაგ: პროექტების აუქციონი - იხ. გაიდლაინის ბმული - https://bit.ly/3vXCEjA
** თავად განმახორციელებელი გუნდის შესაძლებლობების განვითარება ქრაუდფანდინგის მიმართულებით (ცოდნის ამაღლება, კონსულტანტის ჩართვა დაგეგმვის/განხორციელების პროცესში და სხვ.);
** სხვა

საგრანტო კონკურსი ცხადდება ორ ლოტად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა შემოიტანონ მხოლოდ ერთ ლოტზე.

** სხვადასხვა აქტუალური სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად და სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული თემის (ქალაქი, დაბა, სოფელი, მუნიციპალიტეტი) ან სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე;
** უკრაინის მოსახლეობის, ასევე, საქართველოში მყოფი უკრაინელი დევნილების მხარდაჭერისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზების და/ან ქრაუდფანდინგის კამპანიების ორგანიზება ჰუმანიტარული, სოციალური და სხვა ტიპის დახმარების (როგორიცაა სამედიცინო, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვ. სერვისებზე წვდომა) უზრუნველსაყოფად.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი: პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა - 6, 000 ლარი.

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:

** პროექტის განაცხადი - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
** დანართი #1 - სამოქმედო გეგმა - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
** დანართი #2 - დეტალური ბიუჯეტი - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
** განმცხადებელი ჯგუფის/ორგანიზაციის საქმიანობის რეზიუმე - დაარსების თარიღი, მოტივი, ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე საქმიანობები, რესურსების მობილიზების გამოცდილება.
** საგრანტო პროექტის განმახორციელებელი გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეები (CV) და მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი.
** რეგისტრირებული ჯგუფის შემთხვევაში განმცხადებლის ბოლო 6 თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

დაინტერესებულმა ჯგუფებმა/ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: crowdfundinggrants@gmail.com

გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.

განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 3 ივნისი, 18:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ:

დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: crowdfundinggrants@gmail.com

საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |