ჰოსტელი "ფაბრიკა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის დამხმარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს სასტუმროს ტექნიკური ოპერაციების გამართულობა;
** რეგულარულად შეამოწმოს ყველა საკომუნიკაციო გაყვანილობის, ელექტრული სისტემების და დანადგარების გამართულობა;
** უზრუნველყოს გათბობა-გაგრილების სისტემების გამართულობა;
** საჭიროებისამებრ შეასრულოს სანტექნიკური, სამღებრო და სარემონტო სამუშაოები;
** შეაკეთოს დაზიანებული გაყვანილობები, სანიაღვრეები და დანადგარები;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ტექნიკური დეპარტამენტის ზედამხედველს/ მენეჯერს;
** სამუშაო პროცესში დაიცვას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ზომები;
** დაიცვას კომპანიაში არსებული სტანდარტები და რეგულაციები.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საჭირო ხელსაწყოებისა და დანადგარების გამოყენების უნარი;
** საბაზისო ტექნიკური სამუშაოების შესრულების უნარი, როგორიცაა სანტექნიკური, სამღებრო და ელექტრული სამუშაოები;
** გათბობა-გაგრილების სისტემებთან მუშაობის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 მაისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fabrikatbilisi.com.
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.