www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰაბმშენი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

"ჰაბმშენი" აცხადებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსიას.

კომპანიის შესახებ:

"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ბათუმში, ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 4 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. "ჰაბმშენის" შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.hubmsheni.com

ციფრული მარკეტინგის მენეჯერის სამუშაოს აღწერა:

** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელდება;
** ვებგვერდის შექმნა, ოპტიმიზაცია და პოპულარიზაცია;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** საიტისა და სოციალური მედიის ანალიტიკა, კონტენტის შერჩევა, რეკლამის მართვა;
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი, შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** საკომუნიკაციო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის შესწავლა, სტატისტიკური ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** სოციალური მედიის ტრენდების, ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების ანალიზი, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ათვისება.

მოთხოვნები:

** განათლება:უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულებით.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო უნარები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი
** Microsoft Office პროგრამები
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ენები: ინგლისური - რუსული B2

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ N24
სამუშაო განაკვეთი: მოქნილი

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: info@hubmsheni.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |