www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების მენეჯერი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"ბენე კომფორტი" დაარსდა 2020 წელს და უკვე მესამე წელია ემსახურება 20-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 2000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე. კომპანიის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ბენე კომფორტი უნდა გახდეს ბაზარზე უძრავი ქონების სექტორში პირველი მულტიფუნქციური კომპანია, რომელიც თავის თავში გააერთიანებს, როგორც საცხოვრებელი კორპუსების მართვას, ასევე ყიდვა გაყიდვის სააგენტოს, აპარტოტელების მართვას და უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიას, როგორც ინვესტორებისათვის ასევე დეველოპერებისათვის.

ვაკანსია: უძრავი ქონების მენეჯერი ბათუმში

თუ შენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა, მაღალშემოსავლიანი სამსახური და წარმატებული კარიერა, ასევე გაინტერესებს უძრავი ქონების სექტორი ჩვენ მზად ვართ შენთან შესახვედრად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმოების ცოდნა/გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო აღწერილობა:

პორტფელის მართვა:
** პორტფელის მუდმივი განახლება: უძრავი ქონების/ების მოძიება, ადგილზე ნახვა, დასურათება;
** ბაზრის შედარებითი ანალიზის საფუძველზე პორტფელში არსებული ქონებების ღირებულების შეფასება;

უძრავი ქონების ყიდვის/გაყიდვის/იჯარის პროცესის ხელმძღვანელობა:
** დაინტერესებულ მხარეებთან (მყიდველი, გამყიდველი) შეხვედრების ორგანიზება და საჭიროებისამებრ პრეზენტაციების ჩატარება;
** კლიენტების საჭიროებების და ფინანსური შესაძლებლობების განსაზღვრა, მათთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზების მიზნით;
** შუალედური მოლაპარაკებების პროცესების წარმოება, კლიენტებთან კონსულტაცია ბაზრის პირობებზე, ფასებზე, იურიდიულ მოთხოვნებზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** შაბლონური დოკუმენტების კონკრეტული შემთხვევისთვის მომზადება (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, იჯარის ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი და ა.შ.);
** სამართლიანი და პატიოსანი გარიგების უზრუნველყოფა;
** დასახული გეგმების შესრულება;
** უძრავი ქონების ბაზრის მუდმივი შესწავლა-ანალიზი;
** საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და მათი კომპანიაში დანერგვაში მონაწილეობა;
** კომპანიისთვის საინტერესო უძრავი ქონების მოძიება, ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა;

სამუშაო პირობები:

** ადგილი: ბათუმი
** განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი
** კორპორაციული დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, გამოაგზავნო რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Info@benec.ge;
სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |