www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მევენახის ხელმძღვანელის ასისტენტი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე ყვარლის, შილდისა და ენისელის ვენახებისთვის.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის აგროტექნიკური ღონისძიებების შესრულება კომპანიაში დანერგილი ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისად
** გასაშენებელ სავენახე ნაკვეთებზე ნიადაგის, ხოლო გაშენებულ ვენახებში ვაზის (ყურძნის) პერიოდული კონტროლი, დაავადებების არსებობის შემთხვევაში დროული გამოვლენა და შესაბამისი ოპერაციების დაგეგმვა
** დაგეგმილი რაოდენობის და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ვენახის მოვლის შესაბამისი გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება (სხვლა, სასუქის შეტანა, შესაწამლი პრეპარატების დოზების შერჩევა, ირიგაციის მართვა, ყურძნის კრეფა) და შესაბამისი აგროტექნიკური პროცესების ხარისხიანად შესრულების მონიტორინგი
** შესაწამლი პრეპარატების, სასუქების, საწვავის და სხვა ვენახების დამხმარე მასალების ხარჯვის კონტროლი
** ვენახის მექანიზაციის ტექნიკის, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემების გამართულად მუშაობის მონიტორინგი
** რთველის პერიოდში დაგეგმილი პროცესების შესაბამისად საჭირო დავალებების სწორი და თანამიმდევრული გადანაწილება ბრიგადირებსა და მუშებზე და მათი საქმიანობის კონტროლი
** ბრიგადირებისა და მუშების საქმიანობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მეღვინეობა/მევენახეობის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ღვინის წარმოების/სოფლის მეურნეობის/მევენახეობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა

სხვა მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას და სხვა
** კორპორატიულ ბენეფიტებს

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი: ყვარლის, შილდისა და ენისელის ვენახები
სამუშაო საათები: 8 საათიანი სამუშაო დღე, სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო ცვალებადია სეზონური სამუშაოებიდან გამომდინარე
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |