www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Gladius Inn
გამოქვეყნდა: 2 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

სასტუმრო "Gladius inn" აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სასტუმროს მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გათვალისწინებით მოქმედება; სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება, გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ჯავშნების მიღება;
** სამუშაო დღის დასრულებისას შემდეგი ცვლის ადმინისტრატორისთვის სრული ინფორმაციის გადაცემა;
** ანგარიშვალდებულება მენეჯერთან ყოველდღიურ რეჟიმში.

პროფესიული მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (საუბარი);
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტის სტატუსი ჩაითვლება უპირატესად;
** ანაზღაურება შეთანხმებით;
** დამსაქმებელი უზრუნველყოფს კვებას;
** დასაქმებული გაივლის 1 კვირიან გამოსაცდელ პერიოდს.

სხვა დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 20 77 09

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: gladiusinnhotel@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |