შპს "ფორკლიფტ სერვის ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 5 წელი
** ენები - რუსული - კარგი
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება.
სამუშაოს აღწერა:
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** საბუღალტრო ნაშთების კონტროლი;
** საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სტანდარტების შექმნა და კომპანიის მასშტაბით მათი დაცვის კონტროლი;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი:
** საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება.
ოფისის მის.: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ.33 (ამერიკის საელჩოსთან).
არასრული სამუშაო დღე, ნაწილობრივი დატვირთვა
გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: sales@fsge.ge